გლდანში მომხდარი ინციდენტი

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მელიას ბრალდებას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო უწოდა. ლევან კობიაშვილის თქმით, ოფისის დაწვის საქმეს შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. 

შეგახსენებთ, ნიკა მელიას შტაბი, გლდანში გუშინ დააზიანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს. ნიკა მელიამ კი მომხდარი პოლიტიკური მოტივით ახსნა და დამნაშავე კონკრეტული პირებიც დაასახელა.