„გირჩის“ წევრების ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „გირჩის“ წევრების ადმინისტრაციულ საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
გუშინ დაკავებულ იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
იგივე ბრალი წარუდგინეს დღეს ზურაბ ჯაფარიძესაც. შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია საპროცესო მოქმედებებს ახორციელებდა, რაშიც „გირჩის“ წევრები ხელს უშლიდნენ.