„გირჩის“ მაჟორიტარი კანდიდატი

მთაწმინიდის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა პოლიტიკურმა მოძრაობა „გირჩმა.“

დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის „გირჩიდან“ მთაწმინდაზე, ჰერმან საბო იბრძოლებს. პარტიამ დღესვე საკუთარ მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდა. პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის განცხადებით, კანონის მიხედვით, მათ მხარდაჭერებს შეუძლიათ ოლქში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის გავლა, რაც მათ საშუალებას მისცემთ, კენჭისყრაში ხმა მათი კანდიდატის სასარგებლოდ მისცენ.