„გირჩის“ განცხადება

„გირჩმა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და იმ დეპუტატთა სია გამოაქვეყნა, რომელთა შვილებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს.

ამ სიაში შევიდნენ: მიხეილ სააკაშვილი, ალექსანდრე ლომაია, დიმიტრი შაშკინი, გელა ბეჟუაშვილი, კონსტანტინე კემულარია, ალექსი ალექსიშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, ვალერი ჩეჩელაშვილი,  ვანო მერაბიშვილი.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ორგანიზაცია შექმნის დღიდან იბრძვის ამ სამსახურის გაუქმებისთვის, რადგან მიიჩნევს, რომ ეს არის დაკანონებული მონობა.