„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ პერფომანსი  

კანაფის ნარგავი მიიტანა საქალაქო სასამართლოსთან პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ წევრმა. ბადრი გრიგალაშვილის თქმით, ამ ფირმით პარტია აპროტესტებს გიორგი სლოევის დაკავებას. სასამართლოსთან შეკრებილების განცხადებით, გიორგი სლოევის გამოძიება სწორედ ორი ძირი კანაფის დათესვას ედავება. აქცია პერფორმანსზე მივიდა საპატრულო პოლიცია. კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება.