„გირჩი - მეტი თავისუფლების“ განცხადება

ნაძალადევის მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი ბადრი გრიგალაშვილი მმართველ გუნდს დისკრიმინაციის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც გრიგალაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის მიერ 13 ივლისს გამართულ პერფორმანსთან დაკავშირებით, შსს-მ სასამართლოს დაჩქარებული წესით მიმართა. პერფორმანსი შეეხებოდა მიმდინარე წლის 15 აპრილს მარიხუანის კულტივირების ბრალდებით გიორგი სლოევის დაკავებას. აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ბადრი გრიგალაშვილმა სასამართლოს ეზოში ორი ძირი კანაფი დარგო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი გრიგალაშვილს ორი მუხლით, კანაფის კულტივაციისა და პროპაგანდისთვის ედავება. ნაძალადევის მაჟორიტარობის ოპოზიციური კანდიდატი აცხადებს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად გააგრძელებს.