„გირჩი“ იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს. მოძრაობის ლიდერმა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჰერმან საბომ იუსტიციის სახლის წინ სპეციალური განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, მთაწმინდაზე გადაწერის დროს, გირჩის მხარდამჭერები ხელოვნურ და ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს აწყდებიან და ნაცვლად იმისა, რომ მათი განაცხადების დაკმაყოფილება ორ დღეში მოხდეს, პროცესი იწელება.

„გირჩი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მსგავსი დაბრკოლებებისგან თავი შეიკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედებები ხელისუფლებას უკან ცუდად დაუბრუნდება.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დატოვე კომენტარი