გიორგი ვოლსკი ლენა ნაზარიანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ვოლსკი, ამავე ჯგუფის წევრებთან ერთად სომხეთი-საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სომხეთის რესპუბლიკის ნაციონალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, ლენა ნაზარიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს სომხეთ-საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის პირველი ვიზიტია საქართველოში. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და საკანონდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.