შექმნის თუ არა ოპოზიცია საერთო დიდ პოლიტიკურ პლატფორმას – ეს ჯერ გაურკვეველია. ამ ინიციატივით გიორგი ვაშაძე გამოდის, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების დიდი გაერთიანების გარდა, ალტერნატივას ვერ ხედავს. ეს განცხადება ბუნდოვანი და გაურკვეველია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილისთვის. მაგალითად, „ძლიერ საქართველოში“ ამბობენ, რომ ოპოზიცია ახლაც ერთიანია და გიორგი ვაშაძემ თავისი განცხადება უკეთ უნდა ახსნას. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციას რესურსი არ აქვს და, შესაბამისად, ახალ პლატფორმას და გაერთიანებასაც აზრი არ ექნება.