ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობასა და სამომავლო გეგმებზე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს გიორგი ვაშაძე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი თვლის, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედ პოლიტიკურ ერთობაშია, რომელიც რეჟიმს დაუპირისპირდება. ვაშაძე განმარტავს, რომ გეგმა სამი კომპონენტისგან უნდა შედგებოდეს – პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა, საზოგადოება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი წერს, რომ სიმბოლური ერთიანობა არ მუშაობს და ახლა პარტიული ბრძოლების დრო არ არის. ვაშაძის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.