გიორგი ვაშაძის განცხადება

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურამდე ე.წ. ტოტალურ კონტროლზე გადავიდა, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს ჩაბარდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, სამართალდამცველი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები გადანაწილებულები არიან რეგიონების მიხედვით, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხისმგებლობა აქვთ ჩაბარებული.

ვაშაძის ბრალდებებს უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა.