გიორგი ვაშაძე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატის შექმნასა და მასში ოპოზიციის წარმომადგენელთა ჩართვას ითხოვს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, რუსული აგრესიიდან გამომდინარე, მსოფლიო განრიგი და გეოპოლიტიკური ვითარება სრულიად შეიცვალა და ვერცერთი ცალკე აღებული პოლიტიკური ძალა, მათ შორის ვერც „ქართული ოცნება“, ვერ იქნება მშვიდობის გარანტი საქართველოში.