გიორგი ვაშაძის განცხადება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, ხელისუფლებას ქართული ბიზნესის დასახმარებლად ქმედითი  ნაბიჯების გადადგომისკენ მოუწოდებს.  გიორგი ვაშაძე პრემიერს მიმართავს გაიზიარონ  მისი  გუნდის  მიერ  შემუშავებული  რეკომენდაციები, რომელიც ითვალისწინებს სესხებზე პროცენტის ჩამოწერას, სპეცპროექტის შემუშავებას მანქანების რეექსპორტთან დაკავშირებით და  ტურისტულ  სექტორში საპროცენტო ნაწილის სრულ სუფსიდირებას, რომელსაც ბანკები სექტორს ახდევინებენ.