„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთავის ციხე დატოვა და ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შვიდთვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს და პრემიერ-მინისტრთან დებატებისთვისაც მზად არის. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს საპატიმროსთან ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ. გიორგი ვაშაძე 2025 წლის 24 ივნისს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. მას ორი წლით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.