გიორგი ვაშაძე პრემიერს მიმართავს

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სოფელ ატოცთან მავთულხლართების გავლების მორიგ ფაქტს ეხმაურება და პრემიერ-მინისტრს ორი შეკითხვით მიმართავს. მას აინტერესებს, გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა გააკეთა ხელისუფლებამ, რომ თავიდან აერიდებინა ატოცის შემთხვევა და რას აპირებს სამომავლოდ.

ვაშაძის განცხადებით, უმოქმედობა დანაშაულია და საოკუპაციო ძალებს ახალისებს. მისივე აზრით, საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემის გააქტიურება სამომავლოდ მცოცავი ოკუპაციის პრევენციას ხელს შეუწყობს.