გიორგი ვაშაძე განათლების საკითხებზე დისკუსიას მართავს

პოლიტიკური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე საზოგადოების ფართო წრეებთან განათლების საკითხებზე დისკუსიას მართავს.

ღონისძიებაზე განათლების სისტემაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და სკოლაში უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებაზე მსჯელობენ.

გიორგი ვაშაძემ განათლების რეფორმაში სახელმწიფოსა და პრეზიდენტის როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.