მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის პროცესი იმართება. წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ასევე, დაკავებულების ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასა და ბრალდებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, საქმეში არ დევს საკმარისი მტკიცებულებები, რომ დაკავებულები კვლავ პატიმრობაში დარჩნენ. დახურულ პროცესს ბრალდებულების მშობლების ნაწილიც ესწრება.
ხათუნა გაგნიძე დეტალებით.