გიორგი ქობულიამ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

18:01, 18.04.2019

გიორგი ქობულიამ, შესაძლოა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვოს.

ჟურნალისტებმა მინისტრს დღეს გუნდში დაგეგმილი შესაძლო ცვლილების შესახებ შეკითხვა დაუსვეს, რაზეც ქობულიამ განაცხადა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი იღებს.

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ქობულიას მისი მოადგილე ნათია თურნავა შეცვლის.

მსგავსი