გიორგი ქობულიამ პროფესიული გადამზადების პროგრამა გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პროფესიული გადამზადების პროგრამა გახსნა.

კურსები ტურიზმის მომსახურეობის სფეროსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს შეეხება. პროგრამა მიზნად ისახავს კვალიფიციური მუშახელის შექმნას.

პროგრამის ფარგლებში დღესვე დაიწყება გიდების გადამზადების კურსები.

სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კურსები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხორციელდება.