გიორგი ოლქიევის გამოკითხვა

სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაახლოებული პირი, გიორგი ოლქიევი იკითხება. ის უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც მან სუს-ში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული, თუმცა კონკრეტულად რომელ სისხლის სამართლის საქმეზე, ინფორმაცია არ აქვს.

გიორგი ოლქიევი ვარაუდობს, რომ კონტრტერორისტულ ცენტრში მისი დაბარება შესაძლოა, მალხაზ მაჩალიკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდეს.

დატოვე კომენტარი