გიორგი მარგველაშვილი ნატოში შეხვედრებს იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში, ვიზიტის ფარგლებში, ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეს და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას განიხილავს.
გიორგი მარგველაშვილი დღეიდან ევროკავშირის საბჭოსა და ნატოში შეხვედრებს იწყებს. სახელმწიფოს მეთაური საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეებიც იქნება.