გიორგი მარგველაშვილი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა

 ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილმა გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა. ასეთი ტრაგედიის დროს ყველანი შეძრწუნებულნი და შეშინებულნი ვართ. ამ ტრაგედიამ ცოტა უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ ვინ ვართ და რა საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება. გამოვთქვამ იმედს, რომ არასდროს ამ რეალობის წინაშე, ჩვენი შვილების დაკარგვის წინაშე, არ დავდგებით, ან როდესაც დავდგებით, ვიქნებით ძლიერები, ორგანიზებულები, ვიქნებით მზად იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღარ მოხდეს”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.