გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თამაზ მეჭიაურის მძღოლის, გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ გადაყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია და ექიმის განცხადებით პაციენტი კონტაქტურია. თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის სავარაუდო დამნაშავის დასჯას და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს ახალგაზრდას დედა. ის გამოძიებას არ ენდობა, რადგან მისი თქმით, ზურა ბექაური, რომელსაც ოჯახი ადანაშაულებს, ჯერ კიდევ თანამდებობაზეა.

ბრალდების ადრესატი მედიის კითხვებს არ პასუხობს.