გიორგი კანდელაკის განცხადება

„ევროპული საქართველო“ გიორგი გახარიას მიერ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ხელისუფლებამ ხანგოშვილის საქმეზე კონკრეტული და მკაიფო პოზიცია უნდა დააფიქსიროს. კანდელაკის განცხადებით, ხანგოშვილის მკვლელობაზე გერმანის კანცლერი საუბრობს, ამ დროს კი საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ პოზიციას არ აფიქსირებს.

გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია გერმანულ მხარესთან შეთანხმებულია.