გიორგი კანდელაკის განცხადება

ოთხშაბათს, ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები ძირითადად საქართველოში მიმდინარე პროცესებს დაეთმობა.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ კონფრონტაციაში შევიდა როგორც ქართულ საზოგადოებასთან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასთან, როცა მათ უარყვეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. „ევროპული საქართველოს“ წევრს აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო პარტნიორები პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ მწვავე შეფასებებს.

დატოვე კომენტარი