გიორგი კანდელაკი - სახელმწიფომ ლევან ვასაძე 600 000 ლარით დააფინანსა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, სახელმწიფომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე 600 000 ლარით დააფინანსა. მისი თქმით, ვასაძის დაფინანსება უკანონობაა. კანდელაკი დეტალების გასაჯაროებას მოითხოვს.

პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ლევან ვასაძემ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით ისარგებლა. სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.