აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობის მიზნით ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძე ლაღიძის ქუჩაზე მდებარე დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო და მოსახლეობას პრობლემური საკითხების დეტალურად შესწავლასა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში დროულ რეაგირებას დაჰპირდა.