გიორგი გახარიას ვიზიტი ბათუმში

ბათუმში სტუმრობისას, პრემიერ-მინისტრს ორ ლოკაციაზე ხმაურით დახვდნენ. შეძახილებისა და სასტვენების ხმა ისმოდა საზღვაო აკადემიასთან და სტადიონთან. ადგილზე მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები იყვნენ შეკრებილები. ისმოდა შეძახილები და საყვირების ხმა.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ პრემიერთან მისვლა და გასაუბრება სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ხმაური იყო სტადიონთანაც, სადაც ორგანიზაცია „ალტერნატივასა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმყოფებოდნენ. ისინი სკანდირებდნენ „სამარცხვინო გახარია“. პრემიერ-მინისტრმა ტერიტორია უკვე დატოვა.