გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი

15:18, 07.10.2026

გიორგი გახარიას ბრალდების საქმეზე, ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, სასამართლო პროცესები გრძელდება. დღეს პროცესზე პროკურატურის ექვსი მოწმე დაიკითხება. ესენია, სოფელ ჩორჩანას მკვიდრი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები პირები. ამით კი სახელმწიფო ბრალდება საქმეზე მოწმეების დაკითხვას დაასრულებს. დაცვის მხარის თქმით, აღნიშნული მოწმეები საქმისთვის ღირებულ ინფორმაციას არ ფლობენ. გახარიას უფლებადამცველი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ საქმეში ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს. ბრალდების მხარის თქმით კი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები გახარიას ბრალდებულობას ადასტურებს. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი