გიორგი გახარიას მიმართვა
 რა გეგმები აქვთ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებთან დაკავშირებით – ვიდეომიმართვა გაავრცელა გიორგი გახარიამ, რომელიც ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მათი პოზიცია არის ყველაზე მკაფიო. ისინი ემზადებიან ნებისმიერი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ემზადებიან შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც.
გიორგი გახარიას თქმით, პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. გუშინ კი ყოფილი პრემიერის გუნდმა კითხვით მიმართა იმ სამ პარტიას, რომლებიც შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
გიორგი გახარიას აინტერესებს, რა არის ამ პოლიტიკური ძალების გეგმა ბოიკოტის შემდეგ. გიორგი გახარიას გზავნილი ადრესატებმა მწვავედ გააკრიტიკეს. ოპოზიციის ნაწილს ცალსახად აქვს გაცხადებული, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვა ხელისუფლებასთან მოკავშირეობას ნიშნავს. გახარიას პარტიის კითხვას შიდა დაპირისპირების იმიტაციად და საზოგადოების მოტყუების მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი.