გიორგი გახარიას განცხადება

„კორონავირუსის მეორე ტალღა თუ იქნება, მსგავსი შეზღუდვები აღარ უნდა დაგვჭირდეს, ეს იქნება გამარჯვება,“ – განცხადება პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფოს მიზანია, რთული ეპიდემიური ვითარების შემთხვევაში, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების რისკი.

გიორგი გახარიას ინფორმაციით, მაქსიმალურად გაიზრდება დღიურად „პისიარ ტესტების“ ჩატარების რაოდენობა. მთავრობის მეთაურმა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მედიის მუშაობაზეც ისაუბრა და საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარია „თავისუფალ ხედვაში“ #LIVE

თავისუფალი ხედვა