გიორგი გახარია დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს
„თიბისი ბანკის“ საქმეზე დეპუტატების შეკითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრი მომავალ კვირას მოუსმენს. გიორგი გახარიას პარლამენტში ელოდებიან.
მმართველი გუნდი მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის გადაწყვეტილებას იწონებს.
„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი გახარიას გადადგომისკენ მოუწოდებს.