გიორგი გახარია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და წლების განმავლობაში ორგანიზაციის მიერ გაწეული მუშაობის შედეგები მიმოიხილეს. გახარიამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქვეყანაში განხორციელებული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მზადყოფნა გამოთქვა.