გიორგი გახარია ტელეწამყვანებს შეხვდა 

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი განმარტებები 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე.

გიორგი გახარია ტელევიზიების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების კითხვებს 1 საათის განმავლობაში პასუხობდა. არსებობს კითხვები გარკვეულ ეპიზოდებზე, რომლებსაც გამოძიება სჭირდება, თუმცა პოლიციამ პარლამენტთან ლეგიტიმური ძალა გამოიყენა, – ასეთია მინისტრის პოზიცია.

ძალის პროპორციულობის ნაწილში გამოძიების დასრულებამდე გიორგი გახარია თანამდებობაზე ყოფნას აპირებს, ამის შემდეგ კი გადაწყვეტილება გამოძიების შედეგების მიხედვით იქნება მიღებული. მინისტრის შეფასებით, საღამოს 7-დან 10 საათამდე იყო მშვიდობიანი აქცია, რის შემდეგაც მოხდა სიტუაციის ესკალაცია, ძალის გამოყენების საჭიროება კი დადგა მაშინ, როცა საფრთხის ქვეშ დადგა პოლიციელის სიცოცხლე და პარლამენტის შტურმით აღების საშიშროება.

ქეთი ქაშაკაშვილი ადევნებდა თვალს შინაგან საქმეთა მინისტრის და მედიის შეხვედრას.