გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე - გამოხმაურებები

გიორგი გახარიას დროებითი საგამოძიებო კომისიაზე 6 საათის განმავლობაში უსმენდნენ. ყოფილმა შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანოს არსებული შემადგენლობის ლეგიტიმაციას არ აღიარებს და კომისიაზე მივიდა მხოლოდ საზოგადოების წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გამო. გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლა უარყოფითად შეაფასეს ოპოზიციაში. მმართველ გუნდში კი თქვეს, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რა ინტერესებს ემსახურებოდა და ემსახურება გიორგი გახარია.