გიორგი გახარია პოლიტიკაში ბრუნდება - შეფასებები

სანამ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ვერ ახერხებს და დისკუსიების მორიგ რაუნდს ელოდება, პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს ყოფილი პრემიერი. რა გეგმები აქვს და ვინ იქნება გიორგი გახარიას გუნდში, – ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. „ამჟამად ვმუშაობ პოლიტიკურ დღის წესრიგზე“ – წერს გახარია „ტვიტერზე – საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

გახდება თუ არა გიორგი გახარია მესამე პოლიტიკური ძალა. მმართველი გუნდი ახალი ოპოზიციური პარტიის შესაძლო შექმნას მიესალმება. ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციაში კი, რეაქციები ნეგატიურია. შეგახსენებთ, რომ გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

მოამბე

დატოვე კომენტარი