გიორგი გახარია მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს, დასახეს სამომავლო გეგმებიც. ალექსანდრუ ჟიზდანი, მოლდოვის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.