გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

18:01, 04.03.2019

ყველას მოუწევს პასუხი აგოს ვალდებულებებზე და საკუთარ სიტყვებზე,- ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გიორგი გახარია სიცრუეს უწოდებს მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო მუქარის შემცველი წერილი. გიორგი გახარიას შეფასებით, ხაზარაძე დღეს პარლამენტში იმუნიტეტის მოპოვებას ცდილობდა. მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის, „თიბისი ბანკის“ საკითხზე სალაპარაკოდ მივიდეს პარლამენტში.

მსგავსი