გიორგი დალაქიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გიორგი დალაქიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მძიმე და პროგრესირებადი დაავადება – თირკმლის სიმსივნე დაუდგინდა. რამდენიმე კვირის წინ გადატანილი ოპერაციის მიუხედავად, მდგომარეობა სწრაფად უარესდება. ექიმების თქმით, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი სასწრაფოდ საფრანგეთში გადაყვანა და მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებაა. ოჯახმა ამ ბრძოლაში ყველა ფინანსური რესურსი ამოწურა. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.