გიორგი ბარამიძის განცხადება – გამოკითხვები პროკურატურაში

15:12, 11.08.2026

სახელმწიფოს ღალატისა და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საუბარია გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყების შეკითხვებს ამ წუთებში აფხაზეთის ომის ვეტერანი, ლევან გოგოლაური პასუხობს. დილიდან დაიკითხნენ გიორგი მათიაშვილი და გოჩა შალამბერიძე. ჯამში დღეს საგამოძიებო უწყებაში ექვსი პირი იყო დაბარებული.

შეგახსენებთ, საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, სადაც გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ბარამიძემ განმარტება რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა, ნათქვამს სრულად არ უარყოფს.

მსგავსი