გიორგი ბარამიძის განცხადება – გამოძიება პროკურატურაში

21:22, 08.08.2026

რა მიზანს ემსახურებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის საფუძველზეც გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში დღეს მოწმეები გამოკითხეს, რომლებმაც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი სიცრუეში დაადანაშაულეს და მის განცხადებას მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდეს. გამოკითხულთა შორის იყო პაატა ზაქარეიშვილიც, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლაში, თუმცა, ის ამბობს, რომ გიორგი ბარამიძე პროცესში ხშირად არც კი მონაწილეობდა.

პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, გამოძიების დაწყებას საფუძვლად სწორედ კობა კობალაძის მიმართვა დაედო. საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, გიორგი ბარამიძის განცხადება დღესაც განხილვის თემა იყო პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი