გიორგი ბარამიძის ბრალდება ქართველი მეომრების წინააღმდეგ
ღალატი, მიზანმიმართული პროვოკაცია და ქართველი სამხედროების დისკრედიტაციის მცდელობა – უმძიმესი რეაქციების მიზეზი ხდება გია ბარამიძის განცხადება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიას გადაცემაში გააკეთა და რომლის მიხედვითაც აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ, მეორე მხარე კი რუსული დისციპლინის გავლენით იგივეს არ აკეთებდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის პოზიციამ საზოგადოების აღშფოთება გამოწვია. განცხადებას აფხაზეთის ომის ვეტერანები გამოეხმაურნენ და გივი ბარამიძე სიცრუის ტირაჟირებაში, სამხედროების შეურაცხყოფასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში დაადანაშაულეს. ვეტერანები მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ და გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავენ. ოპონენტის განცხადებაში ქართველებსა და აფხაზებს შორის ზიზღის გაღვივების მცდელობას ხედავენ მმართველ გუნდში. რაც შეეხებათ გია ბარამიძის თანაგუნდელებს, მათ დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ, განცხადების ავტორმა კი მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურების მიუხედავად, საკუთარ ნათქვამს მოგვიანებითაც მწარე სიმართლე უწოდა.