კალათბურთში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი დაიწყო. შეჯიბრი დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების ასპარეზობით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართება.
სპორტული ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდები შეეჯიბრებიან. გამარჯვებული გუნდები ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას. ფინალური თამაშები ბათუმში 5 და 6 აგვისტოს გაიმართება.