გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 23 წლისაა
23 წელი დაარსებიდან. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია იუბილარია. თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კოჯორში გაიმართა და მას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
აკადემიის პირად შემადგენლობას დაარსების დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა მიულოცეს.
მოეწყო სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიაც – სამხედროები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს კი სამახსოვრო დაფები გადაეცათ.
ცერემონიის დაწყებამდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.