გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი

საქართველოს თავდაცვის ძალებში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3“ კალათბურთში დაიწყო. პირველ ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდები შეეჯიბრებიან.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, 9 აგვისტოს ის მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.