გიორგი აბდალაძე გრიგოლ ვაშაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

გიორგი აბდალაძე გრიგოლ ვაშაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ის საპრეზიდენტო კანდიდატს მიმართავს, დაუსახელოს რა მასალები იქნა მოპარული საგარეო საქმეთა სამინისტროდან და თუ ფაქტი დადასტურდა, რატომ არ გადადგა გრიგოლ ვაშაძე მაშინ თანამდებობიდან.

ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე და ნათია გედენიძე პროკურატურას სთხოვენ, მოეხსნას საქმეს გრიფით საიდუმლო და გაირკვეს, რა მასალებზეა საუბარი. აბდალაძის განცხადებით, ვაშაძე რუსეთთან დაახლოებული პირია, ამის დასტურად, მან ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საპრეზიდენტო კანდიდატის ძველი ინტერვიუ წარადგინა, სადაც ვაშაძე, სავარაუდოდ, რუსეთთან მის დამოკიდებულებაზე საუბრობს.