გიგი უგულავას სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. დღეს რამდენიმე მოწმე დაიკითხება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. გოკა გაბაშვილისა და გიგი უგულავას განცხადებით, მათ თავს ორი პირი დაესხათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ წარდგენილი მტკიცებულებები გიგი უგულავას ბრალეულობას ადასტურებს.