გიგი უგულავას სასამართლო პროცესი

გიგი უგულავას საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი სასამართლოში დღეს გამოიკითხება. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა ერთი საათის წინ. საქმე 2019 წლის დეკემბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება. გიგი უგულავას ძიუდოში ევროპის ჩემპიონ ბადრი გავაშელიშელიშვილზე ძალადობას ედავებიან. სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ კამათი იყო, რადგან ბრალდების მხარის ინფორმაციით, მოწმე პროცესში დისტანციურად ჩაერთვება. ადვოკატი ამბობს, რომ საქმე პოლიტიზებულია და უგულავას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

მოამბე

დატოვე კომენტარი