გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა. სოფელ ხურჩაში ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა ყვავილებით შეამკეს.

ალექსანდრე მოწერელია ოთხოზორიას ოჯახის წევრებს შეხვდა და მის დედას გმირი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა. ზუგდიდის მერის განცხადებით, გიგა ოთხოზორია არის ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო, სიმბოლო იმისა, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან ქვეყანაში განხორციელებულ ქმედებებს.