გიგა გვენცაძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გახდა

გიგა გვენცაძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტია. პირველი არხის სპორტული კომენტატორი ორგანიზაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. დღესვე ასოციაციის სამი ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი აირჩიეს. ასოციაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია „დინამო არენაზე“ გაიმართა და მასში 101 დელეგატი მონაწილეობდა. ორგანიზაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ გვენცაძე იყო – მან მიხეილ აბაიშვილი შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 8 წელი ხელმძღვანელობდა.